


გია ნახუცრიშვილს ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია გადაეცა ნაშრომთა ციკლისათვის „კავკასიონის მაღალმთის მცენარეულობა“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტ გიორგი ნახუცრიშვილს ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია გადაეცა ნაშრომების ციკლისთვის „კავკასიონის მაღალმთის მცენარეულობა“.
ბატონი გია ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების პრეზიდენტია.
საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს არაერთი სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის და 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მნიშვნელოვანია მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემული რამდენიმე წიგნი, მათ შორის საერთაშორისო გამომცემლობა Springer-ის მიერ გამოცემული წიგნები:
- The Vegetation of Georgia (Caucasus). 1999, Braun-Blanquetia;
- High Mountain Vegetation of the Kazbegi region. In: Alpine Biodiversity in Europe. 2003, Springer;
- Biotope types of the treeline of the Central Greater Caucasus. In: Nature Conservation Concepts and Practise. Springer, 2006;
- The vegetation of Georgia (South Caucasus). 2013, Springer;
- Plant diversity in the Central Great Caucasus: A Quantitative Assessment. 2017, Springer;
- Red List of the Endemic Plants of the Caucasus. Saint Louis, MO, USA. 2014, Missouri Botanical Garden Press.
2017 წელს გია ნახუცრიშვილს ილიას მედალი გადაეცა უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხოლო 2022 წელს – ილიაუნის სამეცნიერო პრემია ბოტანიკურ და ფიტოეკოლოგიურ მეცნიერებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
2021 წელს მეცნიერის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებამ „Fondazione Internazionale pro Herbario Mediterraneo“ გამოსცა წიგნი "Phytogeography and vegetation of high mountains of Eurasia" ჟურნალ “Bocconea”-ის 29-ე ტომის სახით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ გიას ნიკო კეცხოველის პრემიას!
2023