ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა

ახალი ამბები

ისარგებლე უნიკალური შესაძლებლობით, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გოეთეს ინსტიტუტსა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტთან ერთად გთავაზობს და გაიფართოვე შენი პროფესიული პერსპექტივა. ერთწლიანი საერთაშორისო პროგრამის „Deutsch Lehren Lernen” დასრულების შემდეგ მიიღებ ქართული და გერმანული უნივერსიტეტების სერტიფიკატს, რომელიც ქართულ სკოლებსა და საზღვარგარეთ გერმანული ენის კურსებზე დასაქმების შესაძლებლობას მოგცემს.

პროგრამაში ჩართვის აუცილებელი წინაპირობა გამოცდების ეროვნულ ცენტრში გერმანული ენის საგნობრივი გამოცდის ჩაბარებაა, რომელზე რეგისტრაციაც უკვე დაიწყო და 2019 წლის 24 მაისამდე გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ NAEC-ის ვებგვერდზე - http://bit.ly/2Hiz4Zp


საკონტაქტო ინფორმაცია:

ლიკა ტვილდიანი
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის და პრაქტიკის
კოორდინატორი
(+995 32) 222 00 09 (480)
lia.tvildiani.1@iliauni.edu.ge

ბანერები