გერმანიის პარლამენტის წევრის, დოქტორ ანტონ ჰოფრაითერის ვიზიტი ილიაუნიში
ახალი ამბები
20 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ უმასპინძლა გერმანიის პარლამენტის წევრს, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დოქტორ ანტონ ჰოფრაითერს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი რობერტ ევერჰარცი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი სონია შიფერსი და საქართველოში გერმანიის საელჩოს კულტურისა და ეკონომიკის განყოფილების უფროსი ლეიფ შტროსნერი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები დავით თარხნიშვილი და ნილს ჰაინი.
სტუმრებმა დაათვალიერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად დაარსებული კავკასიის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრი (The Caucasus Leibniz Biodiversity Research Center), რომელიც გერმანიის გარეთ ერთადერთი ლაიბნიცის კვლევის ცენტრია.
ცენტრი ემსახურება კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნების კვლევასა და კონსერვაციას, აგრეთვე ხელს უწყობს ილიაუნის ინტეგრაციას ევროპულ კვლევით სივრცესთან.
2024
გალერეა