ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გარე მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროგრამებზე 2026-2027 შემოდგომის სემესტრისთვის

ახალი ამბები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გარე მობილობის საფუძველზე ჩარიცხვის მსურველმა  პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2026 წლის 11 სექტემბერს, 14 და 15 სექტემებრს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,   რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზ.45 E კორპუსის 207 აუდიტორია

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა)ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ)სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)(განმეორებითი მობილობის შემთხვევაში - ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

გ)ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2026 წლის 20 აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში - ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში -

პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ზ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

თ)ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

ი) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით;
  • ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას, უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადასა და აუდიტორიაში.
  • იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოადგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა დაპირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის წინაპირობებს და სავალდებულოა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგინოს ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან დანართში მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს გარე მობილობას ამ წესით ჩარიცხვის მსურველთათვის ტექნოლოგიების სკოლის შემდეგ საბაკალავრო საგანმანთლებლო პროგრამებზე: კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა), კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო), კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა), ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა), სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა), სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი).

შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება ჩატარდება 16 სექტემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T206 ოთახში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45).

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)“ –ჩარიცხვის მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ტური. ტურზე რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 14 -დან 24 აგვისტოს ჩათვლით. რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.

დამატებითი ინფორმაცია შემოქმედებითი ტურის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 19 აგვისტომდე.

სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“ – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება გასაუბრების ფორმატში 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T403 ოთახში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45). 

სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა „პროგრამული ინჟინერია“ – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება წერით 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T401 ოთახში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45). სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების პირობები და შეფასების სისტემა იხილეთ ბმულზე. ამასთან, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება (მინიმუმ B2 დონე). ენის ფლობა შეიძლება დადასტურდეს პროგრამის ფარგლებში აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატით ან უნდა შეამოწმოს უნივერსიტეტის ენების ცენტრმა.
ინფორმაცია ენის გამოცდის შესახებ განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 11 სექტემბრის შემდეგ.

სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა „თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება“ – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა მოიცავს პორტფოლიოს წარდგენას და ზეპირ გამოცდას. გამოცდა ჩატარდება 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 ოთახში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45). შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის პირობები და შეფასების სისტემა იხილეთ ბმულზე. ამასთან, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება (მინიმუმ B2 დონე). ენის ფლობა შეიძლება დადასტურდეს პროგრამის ფარგლებში აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატით ან შეამოწმოს უნივერსიტეტის ენების ცენტრმა.

ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 11 სექტემბრის შემდეგ.

 

 2026

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები