ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

განაცხადების მიღება Horizon Europe-ის პროექტ METEOR-ის აკადემიაში მონაწილეობისთვის

ახალი ამბები

პროექტი METEOR (Methodologies for Teamworking in Eco-outwards Research) დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს იწვევს საერთაშორისო აკადემიურ პროგრამაში მონაწილეობისთვის.

Horizon Europe-ის დაფინანსებული პროექტი METEOR მიზნად ისახავს დოქტორანტებისა და მკვლევრებისთვის ტრანსფერული უნარების – მათ შორის გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის, კვლევითი პროექტების მართვისა და სამეცნიერო კომუნიკაციის – განვითარებას.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების აკადემია, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებს და სთავაზობს 12-15-თვიან თანამშრომლობას კვლევითი და ინოვაციური იდეების გენერირებისა და განვითარებისთვის. მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროექტისთვის სპეციალურად შემუშავებული სასწავლო რესურსები.

შესაძლებელია მონაწილეობის სამი ფორმატის არჩევა:

  1. „თანამშრომლობით მენტორული ჯგუფების“ (PMG) პრინციპზე დაფუძნებული სრული პროგრამა: 5-7-წევრიანი ჯგუფები იმუშავებენ მენტორის ხელმძღვანელობით. ჯგუფები ონლაინ ითანამშრომლებენ, შემდეგ კი დაესწრებიან სხვადასხვა აკადემიას, რომლებიც 2026 და 2027 წლებში გაიმართება. მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს სრულად დაფარავს METEOR-ის პროექტი.
  2. ალტერნატიული ვარიანტი – PMG-ში მონაწილეობა აკადემიაში ადგილზე დასწრების გარეშე. მონაწილეები საპროექტო წინადადებებზე იმუშავებენ ონლაინ.
  3. Meteor-ის სასწავლო ონლაინრესურსებზე წვდომა – PMG-ში და საპროექტო წინადადების შემუშავების პროცესში მონაწილეობის გარეშე.

თითოეული აკადემია საშუალოდ 50-60 მონაწილეს უმასპინძლებს. მონაწილეების განთავსებას უზრუნველყოფს  მასპინძელი უნივერსიტეტი, მგზავრობის ხარჯებს მონაწილეთა უნივერსიტეტი დაფარავს METEOR-ის ბიუჯეტიდან.

აკადემია ორ ეტაპად ჩატარდება. 

პირველი ეტაპი 2026 წლის დასაწყისში ხუთ აკადემიას მოიცავს:

  • როსკილდის უნივერსიტეტი, დანია − 12-16 იანვარი
  • იუვასკილის უნივერსიტეტი, ფინეთი − 19-23 იანვარი
  • ჰაჩეტეპის უნივერსიტეტი, თურქეთი − 26-30 იანვარი
  • ევროპის უნივერსიტეტი, კვიპროსი − 2-6 თებერვალი
  • CEEI ბურგოსი, ესპანეთი − 9-13 თებერვალი

ჯგუფები 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ონლაინ შეიქმნება, რის შემდეგაც სტუდენტები აკადემიებში განაწილდებიან. აკადემიები უზრუნველყოფს როგორც ნეთვორქინგს, ასევე კვლევითი იდეების შემუშავების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა დოქტორანტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა არაუგვიანეს 15 აგვისტოსიუნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: 

https://forms.office.com/r/2rSWGSRTa3

დამატებითი ინფორმაცია პროექტ Meteor-ის შესახებ ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე:  www.meteorhorizon.eu

2025

ბანერები