ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება

ახალი ამბები

„გაცნობებთ, რომ გახანგრძლივდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განაცხადების მიღება 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისათვის განაცხადები მიიღება მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე - http://socreg.mes.gov.ge - რეგისტრაციით, 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განაცხადების წარდგენის შესახებ განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე, ბანერში „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“ (ლინკი: https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo).

გაითვალისწინეთ: გამყოფი ხაზის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის წარდგენა სავალდებულოა ყოველწლიურად. შესაბამისად, ელექტრონული განაცხადის წარდგენა სავალდებულოა იმ სტუდენტებისთვისაც, ვინც 2024-2025 სასწავლო წლამდე უკვე სარგებლობდა ხსენებული პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებით.“

2024 წელი

ბანერები