ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფსიქოლოგიური/ნეიროფსიქოლოგიური შეფასება 1-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის

ახალი ამბები

თუ თქვენ1-დან 16 წლამდე ასაკის  ბავშვს აქვს ქცევასთან, განვითარებასთან, სწავლასთან, ყურადღებასთან დაკავშირებული სირთულეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში გთავაზობთ ბავშვის ფსიქოლოგიურ/ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებას.

კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ილიაუნის პროფესორის, ნეიროფსიქოლოგ თინათინ ჭინჭარაულის სუპერვიზიით

  • ჩაატარებენ ინტერვიუს (შეხვედრა მშობელთან/მეურვესთან) (1 შეხვედრა)
  • შეაფასებენ ბავშვების ფსიქოლოგიურ/ნეიროფსიქოლოგიურ მდგომარეობას (1-2 შეხვედრა)
  • შეფასების ანგარიშსა და რეკომენდაციებს გააცნობენ მშობლებს (1 შეხვედრა)

კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში უსასყიდლოდ მიიღებთ მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.

ადგილები შეზღუდულია, ნოემბერ-იანვარში შესაძლებელია მხოლოდ 14 ბავშვის მიღება.

გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ:

ტელ.: 595 69 99 91 ან მოგვწეროთ: tinatin.chincharauli@iliauni.edu.ge

2024

ბანერები