ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისების პრაქტიკული კურსი უნილაბისგან

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას პროექტის ილიაუნი+ ფარგლებში მოიპოვოთ დაფინანსება უნივერსიტეტისგან და გაიაროთ კიბერლაბორატორია უნილაბის Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისების პრაქტიკული კურსი.


კურსის აღწერა

სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. 14 ლექციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. რეალურ პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.

  • კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3kvK0ny

ვინ მასწავლის?

  • ნოკა ყიფიანი - 2019 წლიდან ჩართულია LCWA-ის სხვადასხვა სახის პროექტებში, როგორც Frontend Developer; 2018 წლიდან მუშაობს UniPAY-ში Frontend Developer-ის პოზიციაზე; 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული ჯეოლაბის პროექტებში და ამავდროულად სტაჟირების ხელმძღვანელია და ლექტორი Front end-ის მიმართულებით. 2017 წელს გაიარა ჯეოლაბში Frontend development-ის კურსი და ამავე მიმართულებით სტაჟირებასაც აგრძელებდა.
  • ქრისტინა მაკალათია - არის Front-end-ის ლექტორი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ( Academy Of Digital Industries), უნილაბში (UniLab) და ჯეოლაბში (GeoLab); 2018 წელს გაიარა ASP.NET MVC-ის კურსი ჯეოლაბში და ამავე მიმართულებით გააგრძელა სტაჟირება. აქვს ლექტორობის 3-წლიანი გამოცდილება.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2020 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cutt.ly/hgQOvjd

ბანერები