ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფორუმი საზოგადოებრივი აზრის ობიექტური კვლევის შესახებ

ახალი ამბები

USAID/საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს ფორუმი „საზოგადოებრივი აზრის ობიექტური გამოკითხვა ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მმართველობისათვის“.

ფორუმის მიზნია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებრივი აზრის ობიექტური კვლევის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს დემოკრატიის განვითარებისათვის.

17 ივლისს ფორუმი გახსნეს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კლეარ ოლბლესმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციებმა: ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა (ACT), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (GORBI), სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) და „აიფიემმა“ (IPM Research). ფორუმი საშუალებას მისცემს საზოგადოებრივი აზრის კვლევით ორგანიზაციებს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, შეთანხმდნენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის სტანდარტებსა და ეთიკის კოდექსზე, დაინტერესებულ მხარეებს გააცნონ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობა მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის.

ფორუმს ახორციელებს  USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (HICD 2020) USAID-ის „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების“ პროგრამასთან თანამშრომლობით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ამერიკის მთავრობის დახმარებას საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაუმჯობესებისთვის 2020 და 2021 წლების საარჩევნო პერიოდში და მის შემდგომ.

ბანერები