ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Fablab Iliauni-ის სტაჟირების პროგრამა ილიაუნის სტუდენტებისთვის

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

თუ ხარ დაინტერესებული ტექნოლოგიებით, ინჟინერიით, მეწარმეობითა და ინოვაციებით, მაშინ ეს პროგრამა შენთვის არის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ფაბლაბში გაიარონ სტაჟირება და შეიძინონ გამოცდილება პროექტების მართვის, მეწარმეობისა და ინჟინერიის მიმართულებით, ისწავლონ ტექნოლოგიურ დაზგა-დანადგარებთან (CNC, ლაზერმჭრელი, 3D პრინტერი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი და სხვ.) მუშაობა და გაიღრმაონ ცოდნა დიზაინის მიმართულებით.

პროგრამის მონაწილეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ შეიძინონ ტექნიკური ცოდნა და უნარები, არამედ გაიუმჯობესონ კრეატიული და დიზაინერული მიდგომა. სტაჟირების დასრულების შემდეგ ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ იდეების პროტოტიპირებასა და განვითარებას, რაც მათ დაეხმარება როგორც პროფესიულ, ისე აკადემიურ წინსვლაში.

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადის შევსება ბმულზე: https://forms.gle/qVkawNKs2bAdNmTo9

რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 11 ოქტომბერი

 კანდიდატები შეირჩევიან მოტივაციის, გამოცდილებისა და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით.

შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება:

  • პირველი – განაცხადების მიღება და გადარჩევა;
  • მეორე ეტაპი – კანდიდატებთან გასაუბრება;
  • პრაქტიკული დავალება [საჭიროებისამებრ].

კონკურსით შერჩეულ კანდიდატს დადებითი პასუხი ეცნობება არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა.

სტაჟირების ვადა: 3 თვე

დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო ინფორმაცია:

 2024

ბანერები