ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ესპანური ენის (DELE) საერთაშორისო გამოცდა

ახალი ამბები

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამჯერ.

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) A1, A2, B1 სასკოლო დონეებისათვის ჩატარდება 2018 წლის 18 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო A1, A2, B1, B2, C1, C2 ენობრივი დონეებისათვის – 19 მაისს.

გამოცდაზე გასვლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 28 მარტისა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-17:00 საათამდე, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის N32, ოთახი A204;

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) A2, B1, B2, C1 ენობრივი დონეებისათვის ჩატარდება 2018 წლის 13 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გამოცდაზე გასვლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 23 მაისისა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-17:00 საათამდე, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის 32, ოთახი A204;

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) A1, A2, B1 სასკოლო დონეებისათვის ჩატარდება 2018 წლის 9 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო A1, A2, B1, B2, C1, C2 ენობრივი დონეებისათვის – 2017 წლის 10 ნოემბერს.

გამოცდაზე გასვლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-17:00 საათამდე, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის 32, ოთახი A204;

გამოცდაზე გასვლის მსურველებმა რეგისტრაციის ადგილზე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფურცელი და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ორიგინალი და ასლი;

ბ) გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის საჭირო გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:

მიმღების დასახელება –  ხაზინის ერთიანი ანგარიში – სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ს/კ 204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708997261

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი– TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი, სახელი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება (DELE-ს გამოცდის საფასური).

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლის ფასები ენის ცოდნის დონის მიხედვით არის შემდეგნაირი:

  • დონე A1– 81 ლარი
  • დონე A2– 85 ლარი
  • დონე B1–90 ლარი
  • დონე B2 – 127 ლარი
  • დონე C1 – 150 ლარი
  • დონე C2 – 164 ლარი

სასკოლო დონეებისათვის:

დონე A1 – 81 ლარი
დონე A2/B1 90 ლარი
ბრძანება სრულად იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში.>>

 

 

ბანერები