ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ესეების კონკურსი

ახალი ამბები

ცივილიზაციათა დიალოგის კვლევითი ინსტიტუტის (DOC) ორგანიზებით 2019 წლის ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით იმართება ესეების კონკურსი „ჩემი ქვეყანა, ჩვენი სამყარო 2030 წელს“.

მთავარი კითხვები, რომლებსაც ესეზე მუშაობისას უნდა უპასუხოთ:

  1. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება თქვენი ქვეყანა მართული 2030 წელს და რა პოზიციას დაიკავებს იგი ევროპულ და გლობალურ ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ასპარეზზე?
  2. რა იქნება ის მთავარი წინსვლა, რითიც შესაძლებელი იქნება თქვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლის დახასიათება?
  3. როგორ ფიქრობთ, სიტყვები „სამყარო“, „ევროპა“ და „ქვეყანა“ რა მნიშვნელობას შეიძენს თქვენთვის ათწლეულის შემდგომ?

გამარჯვებული კონკურსანტებისათვის დაწესებულ პრიზებს შორისაა: სასურველ საზაფხულო სკოლაში სრულად დაფინანსებული ვიზიტი, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა, სმარტფონები და ნოუთბუქები და ა. შ.

ესეების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი, 2019.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული: https://doc-research.org/essay-contest/

 

ბანერები