ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Erasmus+ პროექტ PRINTeL-ის კონფერენცია

ახალი ამბები

2021 წლის 29 სექტემბერს Erasmus+ პროექტის Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries ფარგლებში გაიმართება კონფერენცია ERASMUS+ PRINTEL FINAL DISSEMINATION ONLINE CONFERENCE ''CHANGE IN THE CLASSROOM''.

კონფერენცია გაიმართება ონლაინვებინარის სახით, რომელზეც ევროპული და აღმოსავლეთ პარტნიორობის უნივერსიტეტების წარმომადგენლები/პროფესორები ისაუბრებენ პროექტის მიღწევებისა და შემდგომი ინიციატივების, ასევე PRINTeL პროექტის ფარგლებში შემუშავებული სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდების ცოდნისა და მიღებული გამოცდილების გაზიარების შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, დასვან შეკითხვები, გაცვალონ მოსაზრებები, ევროპული და აღმოსავლეთ პარტნიორობის უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან მიიღონ უკუკავშირი. ასევე შეძლებენ ევროპისა და EPC უნივერსიტეტების ციფრული T&L განვითარების ტენდენციების განხილვას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ კონფერენციის დღის წესრიგს: https://bit.ly/3tMK5sv

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2XnfVzO

2021 წელი

 

ბანერები