


კონფერენცია-სემინარი ERASMUS+ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის PRINTEL ფარგლებში
ახალი ამბები
Erasmus+ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის PRINTeL (ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, No585760) ფარგლებში 2019 წლის 16-17 მაისს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია-სემინარი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პროექტ PRINTeL-ის პარტნიორი უნივერსიტეტების 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგ-კურსების შედეგების განხილვა, მათი დახვეწა და მომზადება პროექტის შემდგომი ეტაპების განსახორციელებლად.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://printel.am/category/news/international-conference-workshop-at-yer