ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

EPOS-ის სასწავლო სტიპენდიები

ახალი ამბები

გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) 2019/20 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სასწავლო პროგრამაზე: „განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის“ (EPOS).

პროგრამა განკუთვნილია იმ უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის, რომელთაც აქვთ მინიმუმ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება.

EPOS-ის ფარგლებში ფინანსდება 12-დან 36 თვემდე ხანგრძლივობის ინდივიდუალური სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო კურსები პროგრამით გათვალისწინებულ გერმანულ უნივერსიტეტებში; სტიპენდიის ფარგლებში უზრუნველყოფილია როგორც სასწავლო, ისე საცხოვრებელი, სადაზღვევო და სამგზავრო ხარჯები; თვიური სტიპენდიის ოდენობა მერყეობს 750-1000 EUR-ს შორის და დამოკიდებულია აკადემიურ მიღწევებზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა დამოკიდებულია კანდიდატის მიერ შერჩეულ უნივერსიტეტზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

 

ბანერები