ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ენისა და დასწავლის ბაზისური უნარების შეფასება ABLLS-R

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრენინგზე ABLLS-R.

შეფასების ინსტრუმენტი ABLLS-R-ი აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში აფასებს ენისა და დასწავლის ბაზისურ უნარებს.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ.

ტრენინგის მონაწილეები:

  • გაეცნობიან შეფასების ინსტრუმენტს ABLLS-R-ს;
  • ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
  • შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას.

ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი - სალომე მინდორაშვილი

განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი - ანი შაყულაშვილი

ტრენინგის დაწყების დრო: 2 დეკემბერი

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15

მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/FUVPQdEzYfs4EHx78

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2023

ბანერები