ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრების ავტორობით რეიტინგულ ჟურნალში Journal of Forest and Environmental Science სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის  ინსტიტუტის ეკოსისტემების კვლევითი პროგრამის გუნდის წევრების – ჟანა ეხვაიას*, არსენა ბახიას, ზეზვა ასანიძის, თორნიკე ბელთაძისა და ოთარ აბდალაძის – ავტორობით რეიტინგულ ჟურნალში „Journal of Forest and Environmental Science“ (სამხრეთ კორეა) გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Linking Leaf Functional Traits with Plant Resource Utilization Strategy in an Evergreen Scrub Species Rhododendron caucasicum Pall. along Longitudinal Gradient in Georgia (The South Caucasus)“.

სტატიის შესახებ

ნაშრომში საკვანძო ფუნქციური ნიშნების გამოყენებით ნაჩვენებია კავშირი  სამიზნე სახეობის ფოთლის თვისებებსა და ადგილობრივ კლიმატს შორის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაღალმთის გავრცელების არეალში. მიღებული შედეგების თანახმად, ყველა შესწავლილი ნიშანი ამჟღავნებს შიდასახეობრივი მრავალფეროვნების მაღალ დონეს და ადასტურებს ძლიერ ფენოტიპურ დიფერენცირებას აღმოსავლეთ-დასავლეთ გრადიენტის გასწვრივ. კლიმატური ფაქტორებიდან ტენიანობა, კერძოდ, ზამთრის ნალექიანობა, მშრალი და ნალექიანი დღეების რაოდენობა ზამთარსა და სავეგეტაციო პერიოდში უფრო ძლიერ გავლენას ახდენს შიდასახეობრივ ვარიაბელურობაზე, ვიდრე სიმაღლე ზღვის დონიდან და ჰაერის ტემპერატურა. შესწავლილ ფუნქციურ ნიშნებს შორის ფოთლის სპეციფიკური ფართობი (SLA) ვარიაბელურობის ყველაზე მაღალ დონეს ამჟღავნებს, რაც მიუთითებს მცენარის მიერ რესურსების გამოყენების განსხვავებულ სტრატეგიაზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის პოპულაციებს შორის.

ნაშრომის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზეhttps://bit.ly/3I1drup

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს მკვლევრებს მნიშვნელოვან წარმატებას. 

2022 წელი

 

ბანერები