ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

EducationUSA's Largest Virtual Fair

ახალი ამბები

6 ნოემბერს, შაბათს, 13:00-დან 19:00 სთ-მდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს ამერიკული განათლების ყველაზე მასშტაბურ ონლაინგამოფენას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ამერიკული კოლეჯი და უნივერსიტეტი. 

გამოფენის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები. დამსწრეებისთვის გამოფენაზე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო და პირადი ჩატი/კომუნიკაცია კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. გაეცნობით მრავალფეროვან პროგრამებს სპეციალობების და განათლების საფეხურის მიხედვით, ტესტირებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების მექანიზმებს.

გამოფენაზე რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა.

გამოფენაზე რეგისტრაცია: https://educationusa.events/november6

გამოფენის გვერდი სოციალურ მედიაში: https://bit.ly/2Zcgail

მონაწილე უნივერსიტეტები: https://cutt.ly/eRP9TSp

გამოფენის ორგანიზატორია EducationUSA (www.educationusa.state.gov), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ქსელი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის „საერთაშორისო განათლების ცენტრი “(CIE). გამოფენა ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონის ოფისი) მხარდაჭერით.

გამოფენა ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნებს, ასევე ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას უმაღლესი განათლების სფეროში და უზრუნველყოფს აშშ-ში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში.

2021 წელი

ბანერები