


დოქტორანტ ივანე ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
ახალი ამბები
14 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტმა ივანე ლომიძემ წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი “Liberal Realism: Politics of Difference beyond Universalist-Contextualist Debate” („ლიბერალური რეალიზმი: განსხვავების პოლიტიკა უნივერსალიზმისა და კონტექსტუალიზმის დებატს მიღმა“).
ინგლისურ ენაზე შესრულებულმა ნაშრომმა ორივე უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოების უმაღლესი შეფასება (summa cum laude) დაიმსახურა. ივანე ლომიძეს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ისე მიუნსტერის უნივერსიტეტმა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. გიგა ზედანია; მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას გუტმანი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ივანე ლომიძეს ილიაუნის და მიუნსტერის უნივერსიტეტების ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მინიჭებას.
2025
გალერეა