ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია" – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიუნსტერის უნივერსიტეტთან ერთად მოიპოვა ფოლკსვაგენის ფონდის გრანტი, რომლის ფარგლებშიც 10 სადოქტორო საფეხურის სტუდენტი დაიცავს დისერტაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თემატიკაზე.

პროგრამა დოქტორანტებს ორმაგ სადოქტორო პროექტებს (ე. წ. კოტიუტელის პროგრამას) შესთავაზებს. თითოეული დოქტორანტი სწავლისა და კვლევის დროის ნახევარს თბილისში გაატარებს, ხოლო მეორე ნახევარს – მიუნსტერში.

კონკურსი სტუდენტების პროგრამაზე მისაღებად 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

ამასთან პროგრამის ამოქმედებასთან ერთად დაიწყება მიუნსეტერისა და ილიაუნის ერთობლივი გამოცემების სერია სახელწოდებით „გერმანულ-ქართული წელიწდეული".

ქართული მხრიდან პროგრამას ილიაუნის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია უხელმძღვანელებს, ხოლო გერმანული მხრიდან – მიუნსტერის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფ. მიქაელ ქვანტე.

ბანერები