ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დებატების რესპუბლიკურ ტურნირის 10 საუკეთესო მოდებატიდან 6 ილიაუნის სტუდენტია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დებატების რესპუბლიკურ ტურნირში, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით. პროექტში „დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი“ ჩართულები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო,სამცხე-ჯავახეთისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

დებატების რესპუბლიკური ტურნირის შესარჩევ რაუნდში, რომელიც 23 დეკემბერს გაიმართა, ილიაუნის ყველა გუნდმა ყველა რაუნდში მოიპოვა გამარჯვება და ორი გუნდი ნახევარფინალისტი გახდა.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება 24 დეკემბერს  საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ილიაუნის სტუდენტები პრეზიდენტისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგნენ დებატების რესპუბლიკური ტურნირის ფინალური თამაშით თემაზე: „საქართველოში დღეს არსებულ საკონსტიტუციო მოდელში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა გამართლებულია“.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე ტურნირის საუკეთესო მონაწილები დააჯილდოვა სერტიფიკატებით, პლანშეტებით, დამტენებითა და სხვა პრიზებით.

ტურნირის 10 საუკეთესო მოდებატეს შორის 6 ილიაუნელი სტუდენტია: მარიამ კვანტალიანი, სალომე წერეთელი, ვიკა შაყულაშვილი, მანანა ერემაშვილი, ნანა ნიჟარაძე, ლაშა თუმანიშვილი

ბანერები