ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დასრულდა უწყვეტი სწავლების კურსი „გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძვლები კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის დარგებში“

ახალი ამბები

ევროკავშირის Erasmus+ პროექტის HERITAG ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმისა და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა უწყვეტი სწავლების კურსი სახელწოდებით „გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძვლები კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის დარგებში“.

საპილოტე კურსი განხორციელდა 8-დან 12 მარტის ჩათვლით და სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე მიდგომებს შემდეგი მიმართულებებით:

  • გეოინფორმაციული ტექნოლოგიები არქეოლოგიაში;
  • ინტერნეტ და მობილური აპლიკაციების რუკების შექმნა კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმისთვის;
  • 3-განზომილებიანი ლაზერული სკანირების აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება კულტურულ მემკვიდრეობაში;
  • გეოინფორმაციული სისტემების გამოყენება კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მართვაში;
  • ტურიზმის ეკონომიკის საფუძვლები.

კურსის დასასრულს ზემოჩამოთვლილი მიმართულებებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ილიაუნის საკონფერენციო დარბაზში E207 გაიმართა შეხვედრა პოტენციურ კერძო და სახელმწიფო სექტორის დამსაქმებლებთან და დამსწრეთ შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ პროექტის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამებსა და მასალებს. პროექტის ხელმძღვანელებმა პოტენციურ დამსაქმებლებთან ერთად ისაუბრეს არსებული შესაძლებლობების, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო პროგრამების, სასწავლო მასალებისა და სამომავლო ტრენინგკურსების შესახებ. დასასრულს პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ბანერები