ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის

ახალი ამბები

2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება დასაქმების კვირეული, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები.

კვირეულის მიზანია სამსახურის მაძიებელი დოქტორანტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან.

კვირეულზე დამსაქმებლები შეხვდებიან როგორც საერთაშორისო სადოქტორო სკოლის, ასევე სხვა სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნობენ ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, გაესაუბრებიან და შესთავაზებენ თანამშრომლობას.

დასაქმების კვირეული ჩატარდება დისტანციურად Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

დამსაქმებლის სტატუსით დასაქმების კვირეულზე რეგისტრაციისთვის დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.

დოქტორანტებისა და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.


განრიგი

11 აპრილი: 

14:00-15:30 სთ. სსიპ. საჯარო სამსახურის ბიურო;
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3uq0IMu

16:00-17:00 სთ. სსიპ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.;
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3ujTcCS


12 აპრილი:

12:00 - 13:00 სთ. სსიპ. საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია;
შეხვედრის ლინკი: https://bit.ly/3jjlBm4

15:00-16:00 სთ. სსიპ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
შეხვედრის ლინკი: https://bit.ly/3xdSE3o

16:00- 17:00 სთ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
შეხვედრის ლინკი: https://bit.ly/3JmtMsx


13 აპრილი:

15:00-16:30 სთ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3LNmX4P

16:00-17:00 სთ. საერთაშორისო ფონდი კურაციო;
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3LSmjmq

17:00- 18:00 სთ. სსიპ. ქალაქ თბილისის N203 საჯარო სკოლა;
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3v28Ul1


14 აპრილი:

15:00-16:00 სთ. სსიპ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი);
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3Jg4zjq

16:00-17:00 სთ. გარემოს ეროვნული სააგენტო;
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3r6ROl1

17:00 - 18:00 სთ. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3LORLC9


15 აპრილი:

კვირეულის ღონისძიებათა შესახებ ინფორმაცია განახლდება ეტაპობრივად.


შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების
კარიერული განვითარების სერვისები,
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
uni-jobs@iliauni.edu.ge
pr@iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები