ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დამამთავრებელი კურსის ბაკალავრების საყურადღებოდ - გამოსაშვები ცერემონიისთვის სიტყვის კონკურსი

ახალი ამბები

ბაკალავრების წლევანდელი გამოსაშვები ცერემონია დაგეგმილია 22 ივლისს (ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დამატებითი ი-მეილით შეგატყობინებთ).

გამოსაშვები ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს რექტორის მისალოც სიტყვასთან ერთად წარმოადგენს ერთი ბაკალავრის გამოსვლა, რომელიც კურსდამთავრებულების სახელით მიმართავს საზოგადოებას.

თუ გსურთ, ცერემონიაზე წარდგეთ თქვენი მეგობრებისა და სტუმრების წინაშე, თუ ზუსტად იცით, ამ მნიშვნელოვან დღეს რა უნდა უთხრათ მათ, ამა წლის 12 ივლისამდე გამოაგზავნეთ თქვენი მისასალმებელი სიტყვის ტექსტი ელექტრონულ მისამართზე pr@iliauni.edu.ge და მონაწილეობა მიიღეთ შესარჩევ კონკურსში.

ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს, აკრეფილი უნდა იყოს ქართული ფონტით (Sylfaen) და უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი (მობილური) და ფაკულტეტისა და პროგრამის დასახელება (subject-ში აუცილებლად მიუთითეთ – სიტყვა ბაკალავრების გამოსაშვები ცერემონიისთვის).

გამოგზავნის ბოლო ვადა: 12 ივლისი

გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 18 ივლისისა და შეტყობინებას მიიღებს ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით.

მანტიების გაცემასთან დაკავშირებულ დეტალებს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი შეგატყობინებთ.

 გისურვებთ წარმატებას!

 

ბანერები