ცხადდება თეზისების მიღება მეორე საერთაშორისო კონფერენციისათვის „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“
ახალი ამბები
საერთაშორისო კონფერენციას „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ 2022 წელს ჩაუყარეს საფუძველი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. კონფერენცია ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ორ წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პირველი კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 10-12 ნოემბერს ჩატარდა. კონფერენციის კრებული გამოქვეყნებულია კონფერენციის ვებსაიტზე და წიგნად გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ 2025 წლის 10-12 ოქტომბერს გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://lexicography21.iliauni.edu.ge/
2024