ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2018-2019 სასწავლო წლისათვის

ახალი ამბები

ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს 2018-2019 აკადემიური სასწავლო წლისათვის სთავაზობს შვიდ სტიპენდიას, რომელთაგან ორი განკუთვნილია სტუდენტებისათვის აფხაზეთიდან. გამოყოფილი სტიპენდიებიდან ოთხი  გაიცემა ჩეხურენოვანი პროგრამისათვის ბაკალავრიატისa და მაგისტრატურის საფეხურებზე, ხოლო სამი – ინგლისურენოვან პროგრამაზე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.

ჩეხურენოვანი პროგრამისთვის რეკომენდებული სპეციალობებია: მედიცინა (სასურველია ონკოლოგია), ტექნიკური მეცნიერებები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ქიმია,  ხოლო ინგლისურენოვანი პროგრამისთვის –  ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები და ელექტროინჟინერია.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ იხილეთ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებგვერდზე: http://www.mzv.cz/tbilisi/

ბანერები