


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია და არჩევნები
ახალი ამბები
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციას და არჩევნებს 7 ვაკანტურ ადგილზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია შესაძლებელია 2024 წლის 25-დან 29 მარტის 18:00 საათის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) ან უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge განაცხადის (დანართი) გამოგზავნით.
უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს ამ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი.
კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 2 სამუშაო დღის განმავლობაში. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციაზე კანდიდატს შეუძლია გაასაჩივროს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატის შვიდ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული არჩევნები გაიმართება 2024 წლის 1 აპრილს, 13:00-დან 16:00 საათამდე, E 404 აუდიტორიაში.
არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს.
2024