ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის

ახალი ამბები

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ელექტრონული საქმისწარმოების წესზე.

ელექტრონულ საქმისწარმოებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადასული იქნება მანამ, სანამ დარეგულირდება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაცია.

აღნიშნულ პერიოდში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით დახურული იქნება უნივერსიტეტის კანცელარიის რეგისტრატურა.

აღნიშნულ პერიოდში:

  • ილიაუნის სტუდენტებს შეეძლებათ განცხადება დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად – არგუსზე არსებული განცხადების შესაბამისი შაბლონის მეშვეობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: info@iliauni.edu.ge
  • ილიაუნის თანამშრომლებს (პროფესორებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს) შეეძლებათ განცხადება დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: info@iliauni.edu.ge
  • კურსდამთავრებულებსა და გარეშე პირებს შეეძლებათ განცხადება დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: info@iliauni.edu.ge

მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ აუცილებლობას წარმოადგენს პირის მოსვლა უნივერსიტეტში, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, ვუზრუნველყოფთ შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში, წინასწარი შეთანხმებით.

ასევე შეგახსენებთ, რომ 3 მარტს უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციულ კორპუსებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და 15 მარტის ჩათვლით დახურული იქნება უნივერსიტეტის

  • ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები;
  • კომპიუტერული რესურსცენტრები;
  • საკლასო აუდიტორიები;
  • კაფეტერია „უნიფუდი“ ;
  • წიგნის სახლი „ლიგამუსი“.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

პატივისცემით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

ადმინისტრაცია

 

ბანერები