ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის შემაჯამებელი შეხვედრა
ახალი ამბები
13 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთობლივად წარადგინეს პროექტის საბოლოო შედეგები და გააცნეს ევროდელეგაციის წარმომადგენლებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით 2020 წლის 19 ნოემბრიდან დაიწყო პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“.
პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა ილიაუნის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით და მართავდა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მიზნად ისახავდა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებას
4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შეიქმნა კოდირებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის კლუბები, რომლებშიც შერჩეული ბენეფიციარები სრულიად უფასოდ სწავლობდნენ სასურველ მიმართულებებს.
ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ფარგლებში შემუშავდა 10 ტრენინგკურსი სასწავლო მასალებით და გადამზადდნენ ტრენერები მთელი საქართველოს მასშტაბით.
მომზადდა და დაინერგა შემდეგი კურსები:
- პროგრამირება პითონით
- კომპიუტერული გრაფიკა
- ვებდეველოპმენტი WordPress-ის ბაზაზე
- UX/UI დიზაინი
- 3D მოდელირება
- ტექნოლოგიური მეწარმეობა
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- მონაცემთა ანალიზი
- აპლიკაციის დეველოპმენტი
- Front-End პროგრამირება
2021-2024 წლებში სრულად ჩატარდა 193 კურსი და გვყავს 2610 კურსდამთავრებული.
4 წლის განმავლობაში სასწავლო კურსებთან ერთად აქტიურად განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება:
80+ რეგიონული ღონისძიება: ჰაკათონი, ტრენინგები, შეხვედრები, შეჯიბრებები
30+ კარიერული განვითარების შეხვედრა
15 რეგიონული დასაქმების ფორუმი და ახალგაზრდული კვირეული
ყოველწლიური ტრენერთა კონფერენცია და TOT ტრენინგები
პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგკურსები, სასწავლო მასალები,
სასწავლო პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება სხვა დაინტერესებული პირებისთვის და კვლავ განხორციელდება საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებს გააერთიანებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:fablab@iliauni.edu.ge
2024