ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„აწარმოე საქართველოში“ – მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

ახალი ამბები

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის მორიგი რაუნდის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 5-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებენ პირველად განაცხადებს (ბიზნესიდეებს) ელექტრონული ფორმით სააგენტოს ვებგვერდების საშუალებით – enterprise.gov.ge ან programs.gov.ge.

პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესიდეა აქციოს წარმატებულ საქმიანობად ან განავითაროს არსებული ბიზნესი.

პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია 40 მილიონ ლარამდე, ხოლო გრანტის მაქსიმალურ თანხა – 30,000 ლარამდე. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა 20%-ის ნაცვლად გახდა 10%, მაღალმთიან რეგიონებში კი – 5%. დეტალური ინფორმაცია იხ.: https://bit.ly/33YYqXh

პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს დაემატა თბილისი. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დადგენილებით განსაზღვრული ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დადგენილების დანართი.

პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 61 მილიონ ლარზე მეტია.

ბიზნესიდეების მიღება გაგრძელდება 18 ოქტომბრის ჩათვლით : https://bit.ly/3nW5hJh

დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1525

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები