არგუსის მობილური აპლიკაცია და განახლებული ვებგვერდი
ახალი ამბები
გაცნობებთ, რომ შეიქმნა არგუსის მობილური აპლიკაცია, განახლდა არგუსის სტუდენტების ვებვერსია და პედაგოგების სისტემა.
რა შეიცვალა?
განახლდა სისტემის UI/UX დიზაინი, დაემატა სხვადასხვა ფუნქციონალი და გამარტივდა სისტემაში ნავიგაცია.
მნიშვნელოვანია აპლიკაციის სისწრაფე, სინქრონიზაცია მობილურსა და ვებაპლიკაციას შორის, შეტყობინებათა სისტემა, რომელიც შეიძლება დაემატოს/დარედაქტირდეს სტუდენტების მოთხოვნის შესაბამისად, აღარ იქნება ცალ-ცალკე აპლიკაცია, ლექტორებიც და სტუდენტებიც შეძლებენ ერთი და იმავე პლატფორმით სარგებლობას, რაც მომავალში სიახლეების დამატებისა და ცვლილებათა შესაძლებლობას ბევრად ზრდის.
სტუდენტისა და პედაგოგის გვერდს დაემატა დეშბორდის გვერდი, რომელიც მომხმარებელს ხშირად გამოსაყენებელ ინფორმაციაზე მარტივად წვდომის საშუალებას აძლევს.
ორივე სისტემის დიზაინი მორგებულია მობილურ მოწყობილობებს და გათვალისწინებულია მომხმარებლის საჭიროებები, მაგალითად: ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნების შესახებ ინფორმაციის მიღება, ხშირად დასმული შეკითხვების გვერდი და ა.შ. ასევე მომხმარებელს თავად შეუძლია გააკეთოს არჩევანი მუქ და ღია თემებს შორის.
სისტემის ბეტა ვერსიის ელექტრონული მისამართია: https://argus-new.iliauni.edu.ge/
არგუსის აპლიკაცია
არგუსის აპლიკაცია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მოიძიონ პროგრამები, კურსები, გაეცნონ მათ სილაბუსებს, პედაგოგებს და დარეგისტრირდნენ პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომ კურსებზე. აპლიკაციის მეშვეობით ასევე შესაძლებელია პირადი ინფორმაციის განახლება, შიდა შეტყობინებების გაგზავნა და მიღება, განცხადების დაწერა, შეტყობინების მიღება ინფორმაციის განახლების დროს, ინფორმაციის მიღება საუნივერსიტეტო სიახლეების, სასწავლო კალენდრის, შეფასებების, კრედიტების, სასწავლო მასალების, ფინანსური მდგომარეობის, ბიბლიოთეკის დავალიანების შესახებ და სხვ. აპლიკაციის პირველ გვერდზე გამოტანილია ყველა ხშირად გამოსაყენებელი საშუალება და ადვილი ნავიგაციისთვის ქვემენიუში გადასვლა საჭირო არ არის.
აპლიკაცია სრულად მოიცავს ვებვერსიის საშუალებებსაც. მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, თავად მართონ სისტემის დიზაინი (თემა), დააყენონ პარამეტრები ნოტიფიკაციების მიღებაზე: ახალი წერილის მიღების, ლექციის დაწყების, ნიშნის დაწერის, სასწავლო მასალის ატვირთვის, სიახლეების დამატების შესახებ. პარამეტრები შეუძლიათ მართონ როგორც ნოტიფიკაციის ელფოსტით მიღებაზე, ასევე SMS-ით გაგზავნაზე და მიიღონ Desktop/Push შეტყობინებები.
აპლიკაცია მუშაობს ორივე სისტემაზე – Android და IOS.
სისტემის ინსტალაციისთვის საჭიროა Play Story-ში ან App Story-ში ჩაწეროთ Argus LMS და მიჰყვეთ ინსტალაციის ინსტრუქციას ან გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ბმულები:
- https://play.google.com/store/apps/details?id=ge.edu.iliauni.apps.argus
- https://apps.apple.com/ge/app/argus-lms/id1559920018
ბეტა ვერსიის ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მოგვწერეთ: argus@iliauni.edu.ge, თქვენი უკუკავშირი ხელს შეგვიწყობს განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.
2023