არგუსის არჩევის რეჟიმში ჩართვის შესახებ
ახალი ამბები
2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „არგუსის“ არჩევის რეჟიმი ჩაირთვება შემდეგი განრიგით:
29 თებერვალი, 12:00 საათი – I კურსი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის;
29 თებერვალი, 15:00 საათი – სამართლის სკოლა მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის სტუდენტებისთვის;
29 თებერვალი, 17:00 საათი – ქართულის, როგორც მეორე ენისა, და ინტეგრაციის პროგრამის, სადოქტორო საფეხურის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის;
1 მარტი, 12:00 საათი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის სტუდენტებისთვის;
1 მარტი, 15:00 საათი – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 და დამატებითი წლის (საბაკალავრო და საბაკალავრო-სამაგისტრო) სტუდენტებისათვის;
1 მარტი 17:00 საათი – სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
- არჩევის რეჟიმი დაიხურება 16 მარტს, 18:00 საათზე.
სტუდენტებს, რომლებსაც ექნებათ ფინანსური დავალიანება, შეეზღუდებათ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა „არგუსზე“ წვდომა;
ავტორიზაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka
რეგისტრაციასთან დაკავშირებით იმუშავებს ცხელი ხაზი:
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
- 222 00 009 – (717) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
- 222 00 09 (180) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
- 222 00 09 (115) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
- სამართლის სკოლა
- 222 00 09 (301) – სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: argus@iliauni.edu.ge
2024