ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები CODFREURCOR-ის მიერ ორგანიზებული მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ახალი ამბები

3-4 ოქტომბერი, 2017 წელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2017 წელი

ჩვენ ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და ჩვენი დროის ცვლილებები, წინააღმდეგობები თუ სხვა გამოწვევები ჩვენს პიროვნულობაზე, ჩვენი ცხოვრების წესზე და ჩვენს პროფესიულ საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ გარდაქმნათა სიჩქარე ყოველწლიურად იზრდება ახალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საშუალებათა განვითარების პარალელურად. მართალია, 21-ე საუკუნეში მრავალსაუკუნოვანი სიძველის გამოწვევებიც რჩება, მაგრამ ახალმა ეპოქამ ახალი გამოწვევებიც მოიყოლა თან. ჩვენ 21-ე საუკუნის 21 გამოწვევაზე სასაუბროდ გიწვევთ.

თანამედროვე ევროპული ღირებულებები შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ტრადიციასა და თანამედროვეობას, სხვადასხვა კულტურას შორის ინტენსიური  დიალოგი. იგი ემყარება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, საერთო მემკვიდრეობისა და კულტურული მრავალფეროვნების, თითოეული პიროვნების ღირსების პატივისცემას. 21-ე საუკუნეში თითქმის ყველა პიროვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ შემოქმედებითი თვითრეალიზაციისას რაღაც ზომით რამდენიმე კულტურასთან უწევს შეხება. ამდენად, ადამიანები ხშირად საკუთარ თავს ერთმანეთთან დიალოგში მყოფი რამდენიმე კულტურიდან აგებენ, გამუდმებით საკუთარ თვითობას ეძებენ მრავალფეროვან სამყაროში და კულტურათა საზიარო სივრცეში.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გთავაზობთ, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც 21-ე საუკუნემ შექმნა და „აღმოაჩინა“, ზოგადად, უფრო კონკრეტულად კი, იმაზე, როგორ აისახა ეს გამოწვევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, მათი ამოცანების გადაწყვეტის გზებსა და განვითარების პერსპექტივებზე.

გთავაზობთ საკონფერენციო მუშაობის ორ ძირითად მიმართულებას, რაც, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მომხსენებელთა მიერ შემოთავაზებული წინადადებების შეზღუდვასა და მათი ინდივიდუალური მიდგომების უგულებელყოფას:

1. 21-ე საუკუნის გამოწვევები და ჰუმანიტარული მეცნიერებები

ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით განხორციელებული კვლევების მთავარია სფეროებია: თანამედროვე ფილოლოგია - პლურილინგვიზმი და პლურიკულტურალიზმი, თანამედროვე ლიტერატურა, ხელოვნება - ახალი მიდგომები ენის, კულტურის, ლიტერატურის სწავლებაში; ინტერკულტურული დიალოგი და ტრადუქტოლოგია; გამოყენებითი ენათმეცნიერება; ახალი სპეციალიზირებული სფეროების ტერმინოლოგიების სოციოკულტურული თავისებურებები; კორპუსის ლინგვისტიკა; ენობრივი, კულტურული, რელიგიური  (და ა.შ.) იდენტობა.  

კვლევის მიმართულებები:

  • ახალი ტენდენციები თანამედროვე ლინგვისტიკაში. ფერდინან დე სოსიურის ლინგვისტიკის გამოძახილი 21-ე საუკუნეში;
  • გლობალიზაცია - 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ლინგვისტური პროცესები. ენათა კონტაქტები: პლურილინგვიზმი / პლურიკულტურალიზმი და საგანმანათლებლო და ენობრივი პოლიტიკა;
  • ინტერდისციპლინარული მიდგომები სამეცნიერო კვლევებში;
  • კორპუსის ლინგვისტიკა;
  • ახალი ათასწლეული: როგორ წავიკითხოთ ლიტერატურა და როგორ მოვისმინოთ მუსიკა? ლიტერატურული და მუსიკალური გლობალიზაცია 21-ე საუკუნეში;
  • დიგიტალური ჰუმანიტარია – ციფრული ლიტერატურული ტექსტები; ტექნოლოგიური ანბანი; კომპიუტერული ლინგვისტიკა; ციფრული ფილოლოგიის სწავლების მეთოდები;
  • სოციოკულტურული გლობალიზაცია: ლიტერატურული და სპეციალიზირებული ტექსტების ტრადუქტოლოგიური პოლიტიკა; მანქანური თარგმანი: პრობლემები და პერსპექტივები;
  • ფრანკოფონია და 21-ე საუკუნის გამოწვევები;
  • ანტიკური, როგორც მსოფლიო, კულტურა გუშინ და დღეს;
  • ვებპორტალი, ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალები; ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტები და ინოვაციური უნარ-ჩვევები სტუდენტებისა და პროფესურისათვის.

2. 21-ე საუკუნის გამოწვევები და სოციალური მეცნიერებები

სოციალური მეცნიერებების მიმართულებით განხორციელებული კვლევების მთავარია სფეროებია: საჯარო მმართველობა, სოციოლოგიური კვლევები, ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია, კოგნიტიური ფსიქოლოგია, გლობალიზაცია და ეკონომიკა, მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოება ეკონომიკის გლობალიზაციის ეპოქაში, ლიბერალური ეკონომიკა და თანამედროვე ბაზარი, ლიბერტანიალური დემოკრატიის მშენებლობა, მედია საშუალებების თავისუფლების საკითხი, ურთიერთობა მედიასა და მულტიმედიას შორის.

კვლევის მიმართულებები:

  • სახლი მსოფლიოში: კოსმოპოლიტიზმი, იდენტობა, ეთიკა და ესთეტიკა;
  • ფრანკოფონია და 21-ე საუკუნის პოლიტიკური ჰორიზონტი;
  • კულტურული და ეკონომიკური  გლობალიზაცია  და ახალი ათასწლეული;
  • ტერორიზმი და მიგრაცია: ძველი და ახალი;
  • პოლიტიკური დიალოგის პრობლემები გლობალიზაციის ეპოქაში;
  • მედია და საინფორმაციო საშუალებების მომრავლება; მედია და მულტიმედია;
  • ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიული მიდგომები, ემპირიული აღმოჩენები და ფსიქოტექნიკა;
  • ევროპისმცოდნეობის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სწავლების პრობლემები, ინოვაციური მეთოდები და ინსტრუმენტები საუნივერსიტეტო სწავლებაში;
  • მსოფლიოს პარტნიორობა ღია მმართველობისათვის;
  • სოციოლოგიური კვლევები, ინტერდისციპლინარული მიდგომები: გამოწვევები და სტრატეგიები; 
  • რელიგია და თანამედროვე მსოფლიო.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ სხვა თემები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებიდან.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ფრანგული, ესპანური, იტალიური, რუმინული, ქართული, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის, დოქტორანტებთან ერთად, ვიწვევთ პროფესორებსა და მკვლევრებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

ექსპერტების მიერ ორმაგი შეფასების შედეგად შერჩეული სტატიები  გამოქვეყნდება წარმოდგენილი მოხსენებების ენებზე CODFREURCOR-ის ჟურნალის („ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“) მე-5 ნომერში.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის: თქვენი განაცხადი შედგენილი უნდა იყოს Word-ის (Times New Roman, 12 p.p) ფორმატში და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სამოქალაქო სტატუსი (ბატონი, ქალბატონი)
  • პროფესიული სტატუსი: პროფესორი, დამოუკიდებელი მკვლევარი, მაღალი საფეხურის სტუდენტი: მაგისტრანტი, დოქტორანტი
  • სახელი
  • გვარი
  • დაწესებულება
  • საფოსტო მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელექტრონული მისამართი
  • მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა)
  • მოხსენების რეზიუმე  და საკვანძო სიტყვები მოხსენების ენაზე და ინგლისურად (მაქსიმუმ 250 სიტყვა)

გთხოვთ, განაცხადი შესაბამისი ფორმით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: lia_nozadze@yahoo.fr  mzarodok@yahoo.fr   lzbant@yahoo.fr  

ვადები:

მოხსენებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2017
მოხსენების მიღების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2017
კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნების ვადაა: 2 სექტემბერი, 2017

საორგანიზაციო კომიტეტი:

ლუდმილა ზბანტ, მზაღო დოხტურიშვილი, ლიანა ნოზაძე, ქრისტინა ადეიშვილი, ნინო ხარაზიშვილი 

სამეცნიერო კომიტეტი:

Sanda-Maria Ardeleanu, Université « Stefan cel Mare » de Seceava, Roumanie
Heinz Bouillon, Université Catholique de Louvain, Belgique
Cecilia Condei, Université de Craiova, Roumanie 
Dan Dobre, Université de Bucarest, Roumanie
Mzago Dokhtourichvili, Université d’Etat Ilia, Tbilissi, Géorgie
Lusine Fljyan, Université d’Etat V. Brussov des Langues et des Sciences sociales, Arménie
Daniela Frumuşani,  Université de Bucarest, Roumanie
Ketevan Gabunia, Université d’Etat Iv. Djavakhishvili de Tbilissi, Géorgie
Angela Gradinaru,  Université d’Etat de Moldova
Kariné Grigoryan, Université d’Etat V. Brussov des Langues et des Sciences sociales, Arménie
Otilia Hedesan, Université de l’Ouest de Timisoara, Roumanie
Nino Kavtaradze, Université d’Etat Iv. Djavakhishvili de Tbilissi, Géorgie
Miranda Lomidzé, Université d’Etat A. Tsérétéli de Koutaïssi, Géorgie
Georgiana Lungu-Badea, Université de l’Ouest de Timisoara, Roumanie
Atinati Mamatsashvili-Kobakhidze, Université d’Etat Ilia, Tbilissi, Géorgie
Viorica Molosniuc, Université d’Etat de Moldova
Liana Nozadzé, Université d’Etat A. Tsérétéli de Koutaïssi, Géorgie
Georgeta Rus, Université de l’Ouest de Timisoara, Roumanie
Ala Sainenco, Université d’Etat Aleco Russo de Balti, Moldova
Natalia Sourgouladzé, Université d’Etat Chota Rustaveli de Batoumi, Géorgie
Cristiana Teodorescu, Université de Craiova, Roumanie
Maïa Tevzadzé, Université d’Etat Ilia, Tbilissi, Géorgie
Diana Vrabie, Université d’Etat Aleco Russo de Balti, Moldova
Ludmila Zbant, Université d’Etat de Moldova

ბანერები