ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო გრანტის გაცემის პროგრამა დამტკიცდა

ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა 2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა.

დაფინანსების მიღების უფლების მქონე ბაკალავრები და მაგისტრანტები:

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

პროგრამის დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

  • ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო – ბრძანება
  • მაგისტრატურის სტუდენტებისთვის – ბრძანება

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2022 წელი

 

 

ბანერები