ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

2021-2022 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო გრანტის გაცემის პროგრამა დამტკიცდა

ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა 2021-2022 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო  გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა.

ამ სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 240 000 ლარს შეადგენს.

დაფინანსების მიღების უფლების მქონე ბაკალავრები და მაგისტრანტები:

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უცხო ქვეყნის მოქალაქედ დარეგისტრირდა ან 2021 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

იხ. ბრძანებები

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები