ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

(124398) Irakli simonia – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სახელი პლანეტას მიენიჭა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ასტროფიზიკოს ირაკლი სიმონიას სახელი საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მცირე ზომის პლანეტას მიანიჭა.

პლანეტის სახელწოდებაა (124398)Iraklisimonia – ის მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს. მზის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდია 5.5 წელი, ხოლო მისი დიამეტრია 6 კილომეტრი.

ირაკლი სიმონია 35 წელზე მეტია, რაც ციურ სხეულებსა და კოსმოსურ მტვერს შეისწავლის. 86 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მან მსოფლიოში პირველი არქეოასტრონომიის სადოქტორო პროგრამა დააფუძნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2008 წლიდან, ძირითადი კვლევითი საკითხებია  - კომეტის ასტროფიზიკა,  ვარსკვლავთგარემომცველი მატერიის ფიზიკა და ქიმია, ძველი ასტრონომია. არის აშშ-ის ასტრონომიული საზოგადოების სრული წევრი.

 

2021 წელი

ბანერები