ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

"ხატი: კულტი და ხელოვნება"

ფასი: 8.00
ISBN: 978-9941-18-206-8
ავტორი: ნინო ჭიჭინაძე
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2014
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 300


აღწერა

წიგნში წარმოდგენილია შუა საუკუნეების საქართველოში ხატის შექმნისა და თაყვანისცემის სხვადასხვა რიგის პრაქტიკა. ნაშრომში უპირატესად განხილულია XI-XIII საუკუნეთა ქართული ხატწერის ქმნილებების მხატვრულ-ესთეტიკური, იკონოგრაფიულ-იკონოლოგიური და სემანტიკური ასპექტები. ავტორი ფართოდ მოიხმობს და აანალიზებს იმ ვიზუალურ და წერილობით წყაროებს, რომლებშიც ასახულია ხატების თაყვანისცემის ფორმები და თავისებურებები. წიგნში ასევე განხილულია ფერწერული ხატების გამშვენიერების - ძვირფასი ლითონის მოჭედილობით შემოსვისა და სხვა სახის სამკაულით შემკობის - ტრადიციის გენეზისი და აღმსარებლობითი საზრისი. ხატების პატრონაჟი განხილულია ძალაუფლებისა და სოციო-კულტურული იდენტობის რაკურსით.
ტექსტს დართული აქვს ფერადი ილუსტრაციები, სქემები და ვრცელი ბიბლიოგრაფია.
წიგნი მნიშვნელოვანი რესურსია არა მხოლოდ სპეციალისტებისთვის, არამედ კულტურით დაინტერესებული მკითხველებისთვის და ასევე - სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის.

ბანერები