ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

სახელდება და აუცილებლობა

ფასი: 4.80
ISBN: 978-9941-18-217-4
ავტორი: საულ ა. კრიპკე
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2014
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 256


აღწერა

საულ კრიპკეს „სახელდება და აუცილებლობა“ ანალიზურ ტრადიციაში მომუშავე ფილოსოფოსების მიერ ერთსულოვნადაა აღიარებული მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტად. მის გამოქვეყნებას უკავშირებენ თავისებურ გარდატეხას, რომელსაც ფილოსოფიაში „მეტაფიზიკურ შემობრუნებას“ უწოდებენ. წიგნის ცენტრალური თემაა საკუთარი სახელების მნიშვნელობა, რაც ენის ფილოსოფიის ერთ-ერთი საინტერესო პრობლემაა. თუმცა, თვალსაზრისს, რომელსაც კრიპკე პრობლემის საკუთარი გადაწყვეტის ჩარჩოდ ავითარებს, მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხისთვის ენის ფილოსოფიის გარეთაც. ესენია: მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიის, ცნობიერების ფილოსოფიის საკითხები. წიგნი ემყარება კრიპკეს მიერ 1970 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებული სამი ლექციის ჩანაწერს. ლექციების ჩანაწერი პირველად 1972 წელს გამოქვეყნდა დონალდ დევიდსონისა და გილბერტ ჰარმანის მიერ გამოცემულ კრებულში „ბუნებრივი ენის სემანტიკა“ (Semantics of Natural Language, edited by Donald Davidson and Gilbert Harman, Reidel, Dordrecht, 1972), ხოლო 1980 წელს დამოუკიდებელ წიგნადაც გამოიცა. კრიპკეს ტექსტმა გამოქვეყნებისთანავე უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. როგორც 1980 წლის გამოცემის რეცენზიაში რიჩარდ რორტი წერდა, მას ზოგი აღშფოთებით, ზოგი აღტაცებით, ზოგიც გაოცებით შეხვდა, თუმცა, არავინ დარჩენილა მის მიმართ ინდიფერენტული. მართლაც, ამ წიგნის გამოსვლამ ფუნდამენტურად გარდაქმნა ფილოსოფიური დისკუსიები ყველა იმ თემაზე, რომელთაც ის ეხება.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები