ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ლექსები და ლეგენდები

ფასი:  არ არის გაყიდვაში
ISBN: 978-9941-18-129-0
ავტორი: გუსტავო ადოლფო ბეკერი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 168


აღწერა

ესპანური რომანტიზმის გამოჩენილი წარმომადგენელი გუსტავო ადოლფო ბეკერი (გუსტავო ადოლფო დომინგეს ბასტიდა) დაიბადა სევილიაში 1836 წლის 17 თებერვალს. გუსტავო თავს ყოველთვის პოეტად მიიჩნევდა, მაგრამ მისი შემოსავლის ძირითადი წყარო პროზა იყო და ძალიან დიდხანს წერდა პრესაში.

პოლიტიკური თვალსაზრისით, გუსტავო ტრადიციონალისტური ორიენტაციისა იყო (ბენიტესი). ეს, ერთი მხრივ, მისი მსოფლმხედველობით აიხსნება (მითისა და შუასაუკუნეების პერიოდის იდეალიზაცია თავისი საკათედრო ტაძრებით, მეფეებითა და დიდებულებით), მეორე მხრივ, კი - იმ გარემოებით, რომ კონსერვატორთა რიგებში ბევრი მეგობარი ჰყავდა.

გუსტავო ადოლფო ბეკერის ნაწარმოებები იმ გაზეთებში იბეჭდებოდა, რომლებშიც ის მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი არაერთი კრებული გამოიცა. „ლექსები და ლეგენდები“ გუსტავო ბეკერის პირველი ქართული გამოცემაა.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები