ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში

ფასი: 5.20
ISBN: 978-9941-18-207-5
ავტორი: ჯილიან ევანსი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2014
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 208


აღწერა

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯილიან ევანსის წიგნი „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში“ მოკლედ მიმოიხილავს ქრისტიანულ დასავლეთში შუა საუკუნეებში არსებულ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ-თეოლოგიურ იდეებს, რადგან, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, სწორედ დასავლეთში მიმდინარეობს ფილოსოფიური აზრის არსებითი განვითარება.
ავტორი მსჯელობს ფილოსოფიის, თეოლოგიის, დიალექტიკური აზროვნების, გამოცხადების ურთიერთმიმართებისა და მათ მიმართ შუა საუკუნეების მოაზროვნეთა დამოკიდებულებების შესახებ. განხილულია ის წყაროები, რომლითაც სარგებლობდნენ დასავლელი თეოლოგები და ფილოსოფოსები. წიგნში მოკლედაა გადმოცემული მონასტრებში წარმოქმნილი თეოლოგიური სკოლების გამოყოფა, რამაც განაპირობა შემდგომში ევროპული უნივერსიტეტების ჩამოყალიბება.
წიგნის ქართული თარგმანი მკითხველს საშუალებას მისცემს, გაეცნოს შუა საუკუნეების ისეთ მნიშვნელოვან ფილოსოფოსთა და თეოლოგთა ძირითად ნააზრევს, როგორებიც არიან ავგუსტინე, თომა აქვინელი, ანსელმ კენტერბერიელი, ბოეციუსი და სხვ.
ნაშრომი დაეხმარება ფილოსოფიის, თეოლოგიის, ლინგვისტიკისა და, ზოგადად, დასავლეთში იდეების განვითარების ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს. წიგნი წარმოგვიდგენს თემების ფართო სპექტრს, რომლებიც, ბუნებრივია, დაწვრილებით არ არის განხილული ასეთი მოცულობის წიგნში. შესაბამისად, ის გამოსადეგი იქნება შესავალი კურსებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს სახით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები