ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

დროის მოკლე ისტორია - დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე

ფასი: 3.20
ISBN: 978-9941-18-097-2
ავტორი: სტივენ ჰოუკინგი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2014
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 236


აღწერა

წიგნის ავტორი სტივენ უილიამ ჰოუკინგი, ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერად არის მიჩნეული. მოღვაწეობს კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში. 1963 წელს ექიმებმა 21 წლის სტივენ ჰოუკინგს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. თანამედროვე კლასიკის ეს შესანიშნავი ნიმუში კი 1988 წელს გამოიცა, როდესაც მის ავტორს მეტყველების უნარი უკვე დაკარგული ჰქონდა და კომუნიკაციას მისთვის შექმნილი კომპიუტერის საშუალებით ახერხებდა. წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერი გახდა. ის დღემდე უამრავ მკითხველს აღაფრთოვანებს.
წიგნი პოპულარულ სამეცნიერო ჟანრს განეკუთვნება. ავტორი სამყაროს წარმოშობასა და ევოლუციაზე ისეთი მარტივი, არაემეცნიერული ენით საუბრობს, რომ საშუალო მკითხველისთვისაც კი, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს გარკვეული ფიზიკასა და კვანტურ გრავიტაციაში, ადვილად გასაგები ხდება პასუხები კითხვებზე: როგორ და რატომ გაჩნდა სამყარო? აქვს თუ არა მას დასასრული და თუ აქვს, როგორი იქნება ის. ჰოუკინგი ყოველდღიური მაგალითებით უხსნის მკითხველს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განუზღვრელობის პრინციპი, გრავიტაცია, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება, დროის ბუნება, უნიფიკაციის მეთოდი და ა. შ. ის თხრობას იწყებს იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანმა სამყაროს შეცნობა დაიწყო, და აგრძელებს თანამედროვე ეპოქამდე, როცა არსებობს მრავალი თეორია ცალკეული ფრაგმენტისთვის, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ იტევს სამყაროს მთლიან სურათს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები