ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან

ფასი:  
ISBN: 978-9941-18-151-1
ავტორი: თამარ ცოფურაშვილი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2013
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 227


აღწერა

როგორ უნდა წაიკითხოს თანამედროვე ადამიანმა ბიბლია? ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის მცდელობასაც წარმოადგენს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მოაზროვნეთა ტექსტები, რომლებიც შესულია კრებულში “ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან”. რას ეუბნება ბიბლიის ტექსტი, მისი კულტურული თუ ენობრივი პლასტები ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს? როგორ შეგვიძლია ოცდამეერთე საუკუნეში ბიბლიის ტექსტის კრიტიკული წაკითხვით, გააზრებითა და, იმავდროულად, მისი გადააზრებით გავაცოცხლოთ იგი ჩვენი დღევანდელობისთვის და ახალი საზრისებით დავტვირთოთ? კრებულში შესულია მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მოაზროვნეების იულია კრისტევას, ჟაკ ლაკანის, რენე ჟირარის, ემანუელ ლევინასის, მორის ბლანშოს, უმბერტო ეკოს, ჰანს ბლუმენბერგის და სხვათა ტექსტები, რომელთა უმრავლესობა ამ ავტორების პირველი ქართულენოვანი თარგმანია.
კრებული დააინტერესებს როგორც ფილოსოფიით, კულტურისა და რელიგიის კვლევებით, ზოგადად, ჰუმანიტარული თუ სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებულ მკითხველს, ასევე მკითხველთა ფართო საზოგადოებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები