ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ყატარის უნივერსიტეტის სტიპენდია

ახალი ამბები

ყატარის უნივერსიტეტის სტიპენდიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს მიღებას 2021/22 აკადემიური წლისათვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე Arabic Program for Non-native Speakers (ANNS).

1-წლიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილია 2 სტიპენდია, რომლებიც მოიცავს ვიზისა და ცხოვრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ, სწავლის საფასურისა და სასწავლო მასალების ხარჯებს, ორმხრივ ავიაბილეთს, დაზღვევის ხარჯებს, საერთო საცხოვრებლის უზრუნველყოფას (კვებით) და ყოველთვიურ სტიპენდიას 500 ყატარული რიალის ოდენობით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული (უპირატესობა მიენიჭებათ კურსდამთავრებულებს);
  • კანდიდატი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე;
  • კანდიდატს გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
  • კანდიდატი დაწყებით დონეზე მაინც (basic knowledge) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.

პროგრამაზე სწავლის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2021 წლის 17 იანვრიდან 18 თებერვლამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3rGLrmT;

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2KM0UBH.

 

ბანერები