ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის სრულად დაფინანსებული ენის კურსი ლიეტუვაში

ახალი ამბები

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ლიეტუვური ენის შემსწავლელ კურსს. კურსზე დასწრება შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე.

სულ გაიცემა 16 სტიპენდია. სტიპენდიის მფლობელები თავისუფლდებიან კურსების საფასურის გადასახადისგან, ხოლო კურსის ადგილზე გავლის მსურველ წარმატებულ კანდიდატებს გადაეცემათ სტიპენდია 825 ევროს ოდენობით საცხოვრებელი და მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.

კურსის ხანგრძლივობა: 4 იანვარი-2 თებერვალი

გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტებმა განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინონ ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ და სარეკომენდაციო წერილი.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 14 ოქტომბერი

 2024

 

 

ბანერები