
ღონისძიებები
25 მაისი, 2025

ახალი ამბები
15 აპრილი, 2025

ღონისძიებები
15 აპრილი, 2025
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამები
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს შემდეგ პროგრამებზე: უნგრული ენა და უნგრული კვლევები; უნგრული ენა და კულტურის კვლევები.
მონაწილეობის წინაპირობები უნგრული ენისა და უნგრული კვლევების პროგრამისთვის:
- განაცხადის წარდგენა შეუძლიათ არაუნგრული მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებისთვისაც უნგრული არ არის მშობლიური ენა;
- კანდიდატი უნდა იყოს კურსდამთავრებული ან ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი უნგრული კვლევების მიმართულებით;
- ასაკობრივი შეზღუდვა – 35 წელი.
მონაწილეობის წინაპირობები უნგრული ენისა და კულტურის კვლევების პროგრამისთვის:
- განაცხადის წარდგენა შეუძლიათ უნგრული წარმოშობის მქონე მოქალაქეებსაც;
- ყველა აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უცხოური (არაუნგრული) მოქალაქეობა; მონაწილეობის უფლება აქვთ ასევე ორმაგი მოქალაქეობის (უნგრული და სხვ.) მქონე პირებს;
- განაცხადების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება მოხალისეობრივი სამუშაო უცხოურ უნგრულ თემებში, ასევე უნგრულ კულტურასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები;
- ასაკობრივი შეზღუდვა – 35 წელი.
პროგრამის ხანგრძლივობა – 10 თვე (სექტემბერი, 2023 – ივნისი, 2024)
სტიპენდია მოიცავს:
- სწავლის საფასურს;
- ყოველთვიურ სტიპენდიას 45 000 უნგრული ფორინტის ოდენობით;
- უფასო საცხოვრებელს;
- სტუდენტურ ბარათს;
- ჯანდაცვის სერვისებს.
დაინტერესებულ პირებს ამ ბმულის დახმარებით განაცხადის წარდგენა შეუძლიათ
- უნგრული ენისა და უნგრული კვლევების პროგრამაზე 2023 წლის 17 აპრილამდე;
- უნგრული ენისა და კულტურის კვლევების პროგრამაზე 2023 წლის 19 აპრილამდე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილები და ეწვიოთ ბმულს.
2023