ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

უკრაინის სამთავრობო სტიპენდიები

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს 2022-2023 აკადემიური წლისათვის სთავაზობს 5 სახელმწიფო სტიპენდიას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს როგორც ყოველთვიურ გრანტს, ასევე სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯების ანაზღაურებას.

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგი მიმართულებებით: ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები და ტექნიკური მეცნიერებები.

აპლიკანტებმა დანართში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარადგინონ 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები