ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის. 

პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჩაერთონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში, გაიუმჯობესონ ღონისძიებების მენეჯმენტის, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
  • ინტერკულტურულ გარემოში მუშაობის ან სწავლის გამოცდილება
  • გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე
  • საქმიანობისთვის საჭირო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით ქვემოთ ჩამოთვლილი სააპლიკაციო საბუთები გამოგვიგზავნოთ მისამართზე IRO@iliauni.edu.ge:

  • რეზიუმე (CV)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი

წერილის სათაურში მიუთითეთ სტაჟირების დასახელება.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე; მეორე ეტაპზე ისინი შეასრულებენ წერილობით დავალებას; მესამე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე: IRO@iliauni.edu.ge

2024

 

ბანერები