
ღონისძიებები
25 მაისი, 2025

ახალი ამბები
15 აპრილი, 2025

ღონისძიებები
15 აპრილი, 2025
სრულად დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამები კორეის უნივერსიტეტში
ახალი ამბები
კორეის უნივერსიტეტი (სეული) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად SK Global Scholarship პროგრამით. სტიპენდია სრულად ფარავს 2-წლიან მაგისტრატურას ფიზიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით.
სტიპენდიის მოცულობა
- დაზღვევა სრულად;
- კორეული ენის გაკვეთილები − სრულად;
- სწავლის გადასახადი − 7,4 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (KRW);
- მგზავრობის ხარჯები − 3 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (KRW);
- ყოველთვიური სტიპენდია − 1.5 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი (KRW).
მობილობის პერიოდი
- კორეული ენის გაკვეთილები − 1 თვე (არასავალდებულო);
- სამაგისტრო პროგრამა − 2 წელი (4 სემესტრი).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე;
- დამთავრებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატი;
- უნდა ფლობდეს კორეულ ან ინგლისურ ენას (დეტალურად იხილეთ აქ);
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს მშობლიური უნივერსიტეტის რეკომენდაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ოქტომბერი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
2024