ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამები 2023-24 აკადემიური წლისათვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

2023-24 აკადემიური წლისათვის დაიწყო განაცხადების მიღება სლოვაკეთის რესპუბლიკის სტიპენდიების ეროვნულ პროგრამაზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

ასაკობრივი კრიტერიუმი:

  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები – 18 – 26 წელი;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები – 23-35 წელი.

სტიპენდია შემოთავაზებულია მხოლოდ სლოვაკურენოვანი აკადემიური პროგრამებისათვის. თუ კანდიდატი არ ფლობს სლოვაკურ ენას, შეუძლია გაიაროს   10-თვიანი ენის კურსი, რომელიც ასევე დაფინანსებულია.

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტებისა და აკადემიური პროგრამების შესახებ იხილეთ ბმულზე.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 30 მაისამდე ამ ბმულის დახმარებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

 2023 

ბანერები