ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა პოლონეთში სწავლის შესაძლებლობების შესახებ

ღონისძიებები

14 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E304 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პოლონეთში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე, რომელსაც გაუძღვება სილეზიის უნივერსიტეტის პოლონური ენისა და კულტურის სკოლის ლექტორი მაგდალენა კნაპიკი, განხილული იქნება სილეზიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და სასტიპენდიო შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხება უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პოლონური ენის უფასო კურსებს, სტაჟირებებსა და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებს.

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

 

ბანერები